"სტეჟარის" კატალინ ფერკუ დააკლდა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი გუშინ ბუქარესტიდან ახალ ზელანდიაში გაემგზავრა.

"სტეჟარიმ" გეზი მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმზე საასპარეზოდ კაცნაკლულმა აიღო. ახალ ზელანდიაში გამგაზვრებაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემარბმა კატალინ ფერკუმ.

რუმინეთის რაგბის ფედრაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხდება არ გაუკეთებია. რუმინული სარაგბო საიტები კი მიზეზად ფერკუს თვითმფრინავით ფრენისადმი შიშს ასახელებენ.

არადა უცნაურია, ბოლოდროინდელი რუმინული რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, კატალინ ფერკუ გუნდთან ერთად წლეულს მსოფლიოს თასის რეპეშაჟში საასპარეზოდ ურუგვაიში იმყოფებოდა. მანძილი ბუქარესტიდან მონტევიდეომდე ასევე
საკმაოდ შორია, თუმცა ამას ფერკუსთვის პრობლემა არ შეუქმნია.

რუმინული მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქმე სხვაგვარად უნდა იყოს, თუმცა ბევრი რამ ძალიან საოცარია. ფერკუმ მთელი მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გაატარა, გასულ უქმეებზე საფრანგეთში გამართულ საწვრთნელ მატჩში "პერიგოსთან" ითამაშა და ერთადერთი ლელოც მან გაიტანა. ყოველივე ამის შემდეგ მსოფლიოს თასზე თამაშზე უარი განაცხადა "სტეჟარის" ახალ ზელანდიაში გამგზავრების წინ.

სავარაუდოდ, რუმინეთის რაგბის ფედერაცია ფერკუს დისკვალიფიკაციას მიუსჯის. მის ნაცვლად კი ახალ ზელანიდიაში ფარულის "კონსტანცას" გარემარბი ადრიან აპოსტოლი გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "სტეჟარი" "ბორჯღალოსნებს" 28 სექტემბერს პალმერსტონში დაუპირისპირდება.

რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ნიკოლაე ნერე, მიჰაიტა ლაზარი, სილვიუ ფლორეა, დრაგოშ დიმა, პაულიკა იონი, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრე რადოი, ვალენტინ ურსაკე, კრისტიან პეტრე, ვალენტინ პოპირლანი, კოსმინ რატიუ, ოვიდიუ ტონიცა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ კარპო, დანიელ იანუსი, სტელიან ბურეა.
უკანა ხაზი: ლუჩან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, დანიც დუმბრავა, იონუც დიმოფტე, ჩაბა გალი, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი, კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ, ფლორინ ვლაიკუ, იულიან დუმიტრაში, კატალინ ნიკოლაე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული