მაქს ევანსის ახალი მისია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე, შოტლანდიის ეროვნული გუნდი, ახალ ზელანდიაში მხოლოდ 7 სექტემბერს ჩავა. ენდი რობინსონის სამწყსო ინვერქარგილში დაბანაკდება და ჯერ რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება 10 სექტემბერს, სამი დღის შემდეგ კი, 14 სექტემბერს, იქვე "ბორჯღალოსნებთან" გაარკვევს ურთიერთობას.

"ნარშავების" გარემარბი მაქს ევანსი იმედიანადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ წლევანდელ მსოფლიოს თასზე მან აუცილებლად უნდა გაიბრწყინოს.

"ენდი რობინსონმა სრული თავისუფლება მომცა, მატჩის მსვლელობისას შემიძლია უკანა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე გდავიდე. ანუ დაახლოებით ისე უნდა ვითამაშო, როგორც უელსელი შეინ ვილიამსი, რომელიც საჭირო მომენტში ცხრა ნომერიცა,
მგეზავიც და შუამარბიც. ეს ძალიან კარგი ხერხია, ის ნებისმიერი ძალის მეტოქეს აბნევს და სათამაშო უპირატესობას ადვილად ეუფლები.

მსოფლიოს თასზე თამაში ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ჩემს ადგილზე ყოფნა უნდა. შესანიშნავი შანსი მაქვს, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანა გახდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ზელანდიაში მეოთხედფინალში აუცილებად გავაღწევთ. საამისოდ მზადება ერთი ან ორი თვის წინ არ დაგვიწყია. ამისთვის ოთხი წელიწადია ვემზადებით. მთელი ამ დროის მანძილზე ფიქრით, მთელი გონებით ამ მსოფლიოს თასისკენ ვიყავით მომართული. ახლა ისღა დაგვრჩენია, რაც ვიშრომეთ, იმის ნაყოფი მოვიმკათ.

როდესაც ინგლისის, რუმინეთის, არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშებ, ჩემს უმცროს ძმაზე ვიფიქრებ. ყველაფერს, რასაც გავაკეთებ მას ვუძღვნი" - თქვა შოტლანდიის ნაკრების გარემარბმა მაქს ევანსმა.
მაქსს 12 სექტემბერს 28 წელი შეუსრულდება. მის უმცროსი ძმა, ტომ ევანსი კი რაგბის შარშან მიღებული მძიმე ტრავმის გამო 25 წლის ასაკში გამოემშვიდობა. ტომი მსოფლიოს თასის გათამაშებისას ლონდონის ერთ-ერთ ტელევიზიაში რაგბის ექსპერტად იმუშავებს.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, კელი ბრაუნი, გოფ კროსი, ალისტერ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, ნათან ჰაინსი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალისტერ სტროკოში, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, კრის კასიტერი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, რორი ლაუსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული