ჯონ ილზის მედალი ქართლი ბეილს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების ფულბეკი ქართლი ბეილი ლეგენდარული "ვოლაბის" ჯონ ილზის სახელობის მედლის მფლობელი გახდა. ეს მედალი 2002 წლიდან სეაონის საუკეთესო ავსტრალიელ მორაგბეს გადაეცემა.

მის გამოვლენაში კი თვითონ ავსტრალიის ნაკრების მოთამაშეები მონაწილეობენ. ისინი საუკეთესოდ ერთმანეთს ასახელებენ.

წლევანდელი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი 127 ქულა, სწორედ ბეილიმ მიიღო. მან ხუთი ქულით გაუსწრო სტივენ მურს, რომელიც შარშანდელ სეზონშიც მეორე იყო. 2010 წლის საუკეთო ავსტრალიელი მორაგბე დევიდ პოკოქი კი 100 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა. მას ოთხი ქულით ჩამორჩა გუნდის ახალი კაპიტანი ჯეიმზ ჰორვილი.

აღსანიშნავია, რომ ვილი
გენიამ, რომელიც ბოლო ორ შეხევდრაში აშკარად საუკეთსო იყო 78 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა და ადამ ეშლი-კუპერს, დიგბი იოანს, ჯეიმზ ოკონორს, დრიუ მიტჩელსა და ქუადე კუპერს გაასწრო.
აღსანიშნავია, რომ "ვოლაბების" ყოფილი მესამეხაზელი ჯორჯ სმითი ერთადერთია, რომელსაც ჯონ ილზის მედალი ორჯერ ერგო.

გამოკითხვის შედეგი
1. ქართლი ბეილი - 127 ქულა, 2. სტივენ მური - 122, 3. დევიდ პოკოქი - 100, 4. ჯეიმზ ჰორვილი - 96, 5. ვილი გენია - 78, 6. ადამ ეშლი-კუპერი - 74, 7. დიგბი იოანი - 73, 8. დრიუ მიტჩელი - 66, 9. პეტ მაკკები - 56, 10. ჯეიმზ ოკონორი - 55.

ყველა გამარჯვებული
ჯორჯ სმითი (2), ფილ ვოგი, დევიდ ლაიონზი, ჯერემი პაული, კრის ლათემი, ნათან შარპი, მეთ გიტო, დევიდ პოკოქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული