"ოლ ბლექსმა" მსოფლიოს თასი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 9 სექტემბერს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოქლენდში, თბილისის დროით 11:30 საათზე, მსოფლიოს თასის გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა.

პირველ შეხვედრაში, მასპინძლები, რომლებიც შეჯიბრების უმთავრესი ფავორიტები არიან, ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად - 41:10 დაამარცხეს.

"ოლ ბლექსის" გუნდმა პირველ ტაიმში ტონგას ნაკრებს 29:3 სძლია. შეხვედრის მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა, მასპინძლებმა მონაგარს კიდევ 12 ქულა შემატეს. ახალი ზელანდიის ნაკრებში 2-2 ლელოთი გამოირჩნენ დაგი და კაიუ. ტონგას ნაკრების მონაგარი კი მხოლოდ თითო ლელო, გარდასახვა და საჯარიმოა.

რაგბი. მსოფლიო თასი.
ახალი ზელანდია. ჯგუფი A

ახალი ზელანდია - ტონგა 41:10 (29:3)
ლელო: დაგი (2), კაუი (2) კაინო, ნონუ - ტაუმალოლო
გარდასახვა: კარტერი (3), სლეიდი - მორატი
ჯარიმა: კარტერი - მორატი

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული