შოტლანდიელებმა რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს - 34:24

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის B ჯგუფში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც ასპარეზობს, პირველი მატჩი შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.

ამ დაპირისპირებაში ფავორიტებად სქოთებს მიიჩნევდნენ და მართლაც - შოტლანდიელებმა მატჩი ანგარიშით 34:24 მოიგეს, თუმცა საამისოდ უდიდესი ბრძოლის გადატანა დასჭირდათ.

შოტლანდიელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ (18:11), თუმცა მეორე ტაიმში "მუხის ფოთლებმა" იძალეს და დანიელ კარპოს ლელოს წყალობით ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც - 24:21.

შოტლანდიელებმა ანგარიში ოთხ წუთში გაათანაბრეს, მათთვის გამარჯვების მომტანი კი სიმონ დაინელის მატჩის მიწურულს გატანილი ორი
ლელო გახდა.

დღეს, 10 სექტემბერს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება - ჩვენი დროით 12:30-ზე ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი მორაგბეები ახალ ზელანდიაში პირველ მატჩს 14 სექტმებერს, შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ.

2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების D ჯგუფში ფიჯის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 49:25 იმარჯვა.

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული