ინგლისის ნაკრებმა არგენტინას 13:9 სძლია

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების B ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, მეორე შეხვედრა არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გაიმართა.

ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების B ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, მეორე შეხვედრა არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გაიმართა.

უაღრესად დაძაბული შეხვედრის მიწურულამდე ბრიტანელები მდევრის როლში იყვნენ. პირველ ტაიმში "პუმები" კონტეპომის და როდრიგესის ზუსტმა საჯარიმოებმა ახეირა, რისაც ინგლისელთაგან საჯარიმოთი უილკინსონმა უპასუხა - 6:3.

მეორე ნახევარი არგენტინელებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს და როდრიგესმა ზუსტი საჯარიმოთი უპირატოსება კიდევ
უფრო გაზარდა - 9:3.

ინგლისელთა ძალისხმევას შედეგი 68-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც ბენ იანგსმა მეტოქეს ლელო დაუდო, უილკინსონმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ეს უკანასკნელი მატჩის მიწურულსაც გამოირჩა და ზუსტი საჯარიმოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში 13:9 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის პირველ შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებმა რუმინეთს 34:24 სძლია.

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული