არგენტინას კონტეპომი და ტიესი დააკლდება

AutoSharing Option
არგენტინისა და ინგლისის ნაკრების მატჩში "პუმებს" ორი ნმყვანი მორაგბე დაუშავდათ. გუნდის ცხრა ნომერი და კაპიტნმა ფელიპე კონტეპომიმ ნეკნები დაიზიანა, თუმცა მხოლოდ 17 სექტემბერს რუმინეთის ნაკრებთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.

გაცილებით მძიმე აღმოჩნდა შუამარბი გონსალო ტიესის ტრავმა. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს და მის ნაცვლად "პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა, გამოცდილი ლუკას ბორხესი იხმო. ეს ის ბორხესია, 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ორი ლელო რომ გაუტანა. როგორც ჩანს, ლუკასს კიდევ ერთხელ მოუწევს "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირება.

აღსანიაშნავია, რომ ტიესს ტრავმა ინგლისელთა მეორეხაზელმა
კორტნი ლიუსმა მიაყენა. ის დსიკავლიფიცირებულია, თუმცა სრულიად სხვა დანაშაულის გამო.

"ძალიან დიდი შრომა გავწიე, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე მოვხვედრილიყავი. სამწუხაროდ, ნაადრევად მომიწია ტურნირიდან გამგზავრება. არავიზე ვბრაზობ, ვფიქრობ, იმ 35 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე ვიყავი, ყველაფერი გავაკეთე ჩემი გუნდისთვის" - თქვა გონსალო ტიესმა.

ამასობაში კი ფელანმა რუმინეთთან სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა. Gონსალო ტიესის ნაცვლად მან ძირითად შემადგენლობაში ლუკას გონსალესი დააყენა. კონტეპომის ადგილს მგეზავის პოზიციზე სანტიაგო ფერნანდესი დაიკავებს, რომელიც აქამდე შუამარბად თამაშობდა. მის პოზიციას კი მარსელო ბოსხი შეავსებს.

არგენტინეს ნაკრები: 15. ლუკას გონსალესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარტინ როდრიგესი, 12. მარსელო ბოსხი, 11. ორასიო აგულა, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლა ვერგალო. 1. ღოდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3.ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიანო გალარსა, 19. ალექსანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ნიკოლა სანჩესი, 22. ხუან იმჰოფი.

კორტნი ლუისი ორი კვირით მოკვეთეს
ინგლისის ნაკრების მეორეხაზელი კორტნი ლუისი მსოფლიოს თასის დისციპლინარულმა კომიტეტემა ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შაქმის ვიდეომასალის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ის არგენტინის ნაკრების შერკინების კვაჭ, მარიო ლედესმას განზრახ ბინძურად ეთამაშა, რის გამოც არგენტინელმა მძიმე ტრავმა მიიღო.

ამრიგად, ინგლისელთა მეორეხაზელი მსოფლიოს თასის გათამაშებაში ორ მატჩს გამოტოვებს. ის "პომებს" საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული