მარკ იგანი: სათამაშო დონეებს შორის სხვაობა შემცირდა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. უკვე გარკვეული წინსაწარი დასკვნების გაკეთება შესაძლებელია.

IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარკ იგანის მოსაზრებები. აი რას ამბობს ის:

"მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებამ გვაჩვენა, რომ სათამაშო დონეებს შორის სხვაობა, ელიტურ და ეგრეთ წოდებულ მეორე დვიზიონის გუნდებს შორის, ისეთების როგორიც საქართველო, რუმინეთი, კანადა, აშშ, იაპონია და სამოაა, საგრძნობლად შემცირდა.

რუმინელებმა, მხოლოდ დასკვნით 10 წუთში წააგეს შოტლანდიასთან. საქართველომ ასევე მნიშვნელვნად გაურთულა ცხოვრება იგივე შეტლანდიასა და ინგლისს.
შესანიშნავად ითამაშეს კანადელებმა და იაპონელებმაც. მართალი იყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი მარტინ ჯონსონი, როცა თქვა, "გიჟი უნდა იყო 2011 წლის მსოფლიოს თასზე რომელიმე გუნდი სათანადოდ არ შეაფასოო."

ზემოთქმულის დასტურად სტატისტიკაც გამოდგება. წლეულს ელიტური და განვითარებადი ქვეყნების მატჩებში ანგარიშში სხვაობა საშუალოდ 21 ქულაა. მაშინ, როცა 2003 წლის მსოფლიოს თასზე ის 45 ქულას შეადგენდა, 2007 წელს კი 41-ს.

ვფიქრობ, რომ IRB-მ საინვისტიციო პროგრამა სწორად განახორციელა. ჩვენ სერიოზული ტექნიკური დახმარება გავუწიეთ საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნების რაგბის კავშირებს, რამაც სრულიად ადექვატური შედეგი მოგვცა.

მაგრამ, ამასთან ერთად ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საჭიროა აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ და აღნიშნულ ქვეყნებს რაგბის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციაში შევუწყოთ ხელი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული