დისკვალიფიკაცია ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დეივ ელრიდი და ფიზმომზადების მწვრთნელი პაულ სტრიჯოენი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"პომების" მწვრთნელთა შტაბის წევრებმა იმის გამო დაისაჯნენ, რომ რუმინეთის ნაკრებთან მატჩში საჯარიმოს დარტყმისას ჯონი ვილკინსონს ბურთი გამოუცვალეს, რაც IRB-ს წესდების მიხედვით ისჯება.

"სამწუხაროა, რომ ასეთი ცუდი ინცინდენტი მოხდა. მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი. ჩვენ გარკვეული ზომები უკვე მივიღეთ და ახლა მთავარია, რომ წინ ვიაროთ." – თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული