"ლე ბლო" ისევ ორი ცხრიანით ითამაშებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკ ლივერმონი ჯიუტობს და არაფრით იშლის ძირითად შემადგენლობაში ორი ცხრა ნომრის ერთდროულად დაყენებას. არადა დიმიტრი იაშვილისა და მორგან პარას დუეტით მოთამაშე "ლე ბლომ" ზედიზედ ორჯერ წააგო ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრებებთან.

ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი იაშვილი, ინგლისელებთან ისევ თავის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს, პარა კი კვლავ მგეზავი იქნება. ლივერმონს იმედი აქვს, რომ ეს დუეტი ბოლო-ბოლო გაამართლებს და "პომებს" ვებ ელისის თასისკენ მიმავალ გზას გადუღობავს.

საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ყველაფერი რიგზე არაა. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, როცა ლივერმონის
სამწყსომ სამარცხვინოდ წააგო ტონგას ნაკრებთან და ჯერჯერობით ერთადერთი სენსაციის მსხვერპლი შეიქნა.

"ჩვენ უფლება არ გვაქვს ემოციებს ავყვეთ. არა მგონია, რომ გუნდში რამე პრობლემა იყოს მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის. უბრალოდ, ყველანი შერცხვენილები ვართ ტონგას ნაკრებთან მარცხის გამო.

იმედი მაქვს, ეს წაგება ცივი შხაპივით იმოქმედებს ჩემს გუნდზე. ამიტომ მოუთმენლად ველით მომდევნო მატჩს. მჯერა ჩემი მორაგბეების, ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იღონებენ მეტოქის დასამარცხებლად" - თქვა საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა მარკ ლივერმონმა.

საოცარია, მაგრამ ტონგასთან მარცხის შემდეგ ლივერმონმა გუნდში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. შერკინების პირველ ხაზში დაბრუნდა ნიკოლა მასი. მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციას იმანო არინორდოკი დაიკავებს. რაფაელ ლაკაფია კი 22-კაციან შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. სათადარიგო მესამეხაზელი ლუი პიკამოლი იქნება.

საფრანგთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენ კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვატი, 3. ნიკოლას მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ჟულიენ ბონერი, 7. იმანოლ არინორდოკი, 8. ტიერი დუსოტუარი.
16. დიმიტრი შზარჟებსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ლუი პიკამოლი, 20. ფრანსუა ტრინ-დუკი, 21. დავიდ მარტი, 22. სედრიკ ეიმანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული