უელსს დაშავებულები დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
ევროპელების მეოთხედფინალურ ბრძოლაში განსაკუთრებულ ინტერესს, ორი ძალიან სიმპატიური გუნდის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს.

უელსელები დღემდე რჩებიან ევროპაში ყველაზე სანახაობრივი, რომანტიკული რაგბის მიმდევრებად. ამ გუნდის მამართ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში აქვთ განსაკუთრებული სიმპათია. "სამყურებთან" დაპირისპირებას, ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უელსური რაგბის მომავლისვის. მსოფლიოს თასის გათამაშების ისტორიაში ამ ქვეყნის ნაკრები საუკეთესო ოთხეულში არასდროს მოხვედრილა და ახლა ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით იქნება.

უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა ირლანდიის ნაკრებთან ხვალინდელი მატჩის ძირირად შემადგენლობაში სამი ტრავმამოშუშებული მორაგბე დააბრუნა. ესენია: გუნდის ლიდერი
გარემარბი შეინ ვილიამსი, მესამეხაზელი დენ ლიდიატე და ფულბეკი ლი ჰალპფენი.

"ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შერჩევა ამ შეხვედრისთვის ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ირლანდიასთან მატჩის მნიშვნელობაზე არაფერს ვიტყვი. ეს ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ამჯერად ყველაზე დიდხანს ვიფიქრეთ როგორი შემადგენლობა შეგვერჩია.

ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა მხრივ ირლანდიის ნაკრებთან გამარჯვების მიღწევა, რომელმაც ავტრალიის ნაკრებს სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შეუძლებელია" - თქვა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები: 15. ლი ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატე, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. ლოიდ ბარნსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ბრედლი დევისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული