თამაშების გრაფიკი აუცილებლად შესაცვლელია

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მიმდინარეობისას IRB-სა და ბობოლა ქვეყნების რაგბის ხელმძღვანელების შეკრება გაიმართა, სადაც მომავალი, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების კალენდარი და ფინანსური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის შუქ-ჩრდილებზე ისაუბრეს. ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ელიტურ ქვეყნებს სხვებთან შედარებით უკეთესი სათამაშო გრაფიკი აქვთ. თუ ერთნი ოთხ მატჩს თექვსმეტი დღის განმავლობაში თამაშობენ, ბობოლებს მატჩიდან-მატჩამდე დასასვენებლად და "ჭრილობების მოსაშუშებლად" ერთი კვირა აქვთ.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალ ზელანდიაში სათამაშო მოედნების გაზონი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თუმცა, როგორც
გაირკვა, სამომავლოდ ტურნირის გრაფიკი შესაძლოა პრობლემური აღარ იყოს, რადგან ტოპ-ქვეყნები თავიანთ შეხვედრებს, სავარაუდოდ, შუა კვირაში გამართავენ, რაც საშუალებას მისცემს, მეორე დონის ქვეყნებს მეტი დრო ჰქონდეთ ძალების აღსადგენად.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაიმე კონკეტული გაადწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამაზე სავარაუდოდ დამატებით საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, სადაც კონრეტულ გეგმას შეიმუშავებენ და მერე აღმასკომს დასამტკიცებლად წარუდგენენ.

"მსოფლიოს თასის გათამაშების წარმატებულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბის გლობალურად განვითერების საქმეში. ის გვაძლევს ფინანსურ საფუძველს მეტი ყრადღება მივაქციოთ ბავშვთა და პროფესიული რაგბის განვითარებას.

ტურნირის ფორმატისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვა ყოველი ტურნირის შემდეგ იმართება. დღეს მორიგი, დაგეგმილი სხდომა ჩავატარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო შეხვედრის ყველა მონაწილეს აქტიური თანამშრომლობისთვის და თითოეული მათგანის მიერ რაგბის განვითარების საქმეში გაწეული წვლილისთვის" - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული