"ოლ ბლექსმა" დონლდს და გეარს უხმო

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ორი მოთამაშის, მგეზავი კოლინ სლედისა და ფულბეკი მალილი მულიაინასთვის არგენტინის ნაკრებთან გამართული მეოთხედფნალური შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა.

სლედმა, ისევე როგორც ერთი კვირის წინათ დენ კარტერმა, საზარდული დაიჭიმა და საოპერაციო შეიქნა. შესაბამისად ის "ოლ ბლექსს" ნახევარფინალში ვერაფრით დაეხმარება. მულიაინამ კი, რომელმაც "პუმებთან" მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა, მხარი მოიტეხა. ცხადია, მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ისიც ვერ განაგრძობს.

"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ მათ ნაცვლად სტივენ დონალდი და ჰოსე გეარი იხმო. ისინი ახალი ზელანდიის ნაკრების ბანაკში დღეს გამოცხადდებიან.

"ჩვენ გუნდის ორი საუკეთესო
მოთამაშე დავკარგეთ. ეს ძალიან დიდი დანაკლისია. კოლინი და მალილი, ცხადია, გაწბილებულნი არიან. როგორი საქმეა მსოფლიოს თასზე ნახევარფინალამდე მიაღწიო და მერე თამაში ვეღარ შეძლო.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ჯგუფი მოთამაშეებისა, რომლებსაც დაშავებულების სრულფასოვნად შეცვლა შეუძლიათ. იმედია, ისინი გუნდში  ადაპტაციის პროცესს სწრაფად გაივლიან" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული