ჯონა ლომუ სავადმყოფოდან გამოწერეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე ჯონა ლომუ ორი კვირის წინ თირკმელის შეტევით სავადმყოფოში მოათავსეს. 36 წლის ყოფილ "ოლ ბლექსს" დიალიზის პროცედურები ჩაუტარეს.

ცნობილია, რომ ლომუმ 2004 წელს თირკმელი გადაინერგა და მას შემდეგ რამდენჯერმე სცადა სარაგბო ასპარეზზე დაბრუნება, თუმცა ყოველ ჯერზე, მისი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა.

ამჯერად ლომუ კრივის რინგზე ასვლას აპირებდა და მისი ცუდად გახდომის მიზეზიც სწორედ ჭარბი ფიზიკური დატვირთვები და არასწორი დიეტა იყო.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე აქტიურად მონაწილეობდა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების გახსნის ცერემონიაში, თუმცა ავადმყოფობის გამო დახურვის
აღსანიშნავ ღონისძიებას დააკლდება.

ჯონა ლომუს მდგომარეობა ამჟამად შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მას მაინც ექიმების მუდმივი ყურადღება ესაჭიროება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული