საფრანგეთმა უელსს 9:8 სძლია და ფინალშია!

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე დღეს პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ოკლენდში, "ედინ პარკზე" გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 9:8 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ფრანგებმა ორიდან ორივე საჯარიმოს გამოყენება შეძლეს, თავი მგეზავმა მორგან პარამ გამოიჩინა, პასუხად კი უელსელთაგან ჯეიმს ჰუკიმ ერთი გაიტანა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 6:3 გავიდნენ.

პირველი ტაიმში აღსანიშნავი "დრაკონების" კაპიტნის, სემ ვერბარტონის გაძევება იყო, რომელსაც მოედნის დატოვება მე-19 წუთზე უხეშობისთვის მოუხდა.

მეორე ტაიმი უელსელები გააქტიურდნენ და ლელოს დადებაც შეძლეს. თავი ფილიპსმა გამოიჩინა,
თუმცა რეალიზაციაში ვერ ივარგეს. იქამდე კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო პარამ მიითვალა და ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა.

უელსელებს ცოტა მეტად რომ ეყოჩაღათ, შეხვედრას თავიანთ სასარგებლოდაც ჩაამთავრებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე საჯარიმოს შესრულებისას სიზუსტემ უმტყუნათ და შედეგად ფინალში მარჯ ლივერმონის შეგირდები გავიდნენ, რომლებიც ახალი ზელანდია-ავსტრალიის წყვილში გამარჯვებულს 23 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული