მარკ ლივერმონმა არაფერი შეცვალა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა იმ 15 მორაგბის ვინაობა დაასახელა, ვინც კვირას მსოფლიოს თასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

"ლე ბლოს" სასტარტო შეამდგენლობა  უკვე მესამე თამაში უცვლელია. ლივერმონმა მგეზავის პოზიციაზე ფრანუსა ტრინ-დუკს ისევ მორგან პარა ამჯობინა. კვლავ იმავე შემადგენლობით ითამაშებს ფრანგთა მესამე ხაზი. იმანოლ არინორდოკი, ჟულიენ ბონერი და ტიერი დუსოტუარი მსოფლიოს თასზე საუკეთესო ტრიოა.

ფრანგების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. "ლე ბლოს" შუამარბი ორელიან რუჟერი პრესკონფერენციიდან გაიქცა და ჟურნალისტებს ხელში მეორეხაზელი ლიონელ ნალე შეატოვა.
საუბარი ნახვარფინალური მატჩის შემდეგ ლივერმონის გამონათქვამებს შეეხო, რომელმაც თავისი მორაგბეები მკაცრად გააკრიტიკა.

"ძალიან არ მომეწონა, რაც მან თქვა. ჩვენ ისედაც მძიმე დღეები გვაქვს, მიმდინარე კვირა კი ყველაზე რთული იქნება. ამიტომ, არ გვინდა ყურადღება მივაქციოთ ასეთ დეტალებს. წინ უმნიშვნელოვანესი, ცხოვრების მატჩი გველის და მთელი ყურადღება სწორედ ამ თამაშისკენ გვაქვს გადატანილი" - თქვა ლიონელ ნალემ.

ერთი სიტყვით, ჟურნალისტების მცდელობა, ფრანგთა ბანაკში ვითარება დაეძაბა უშედეგოდ დასრულდა.

ლივერმონი სათადარიგო მოთამაშეებს ხვალ დაასახელებს.
საფრანგეთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რიჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული