ვინ იყოჩაღა, ვინ ვერა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებამდე აღარაფერი დარჩა. გასულ უქმეებზე გამართული ნახევარფინალების შემდეგ კი ვცადოთ და კვირის დადებით და უარყოფითი გმირები გამოვარჩიოთ.

კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა): ეს მსაჯი წლევანდელ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მართლაც საუკეთესოდ გაისარჯა და სრულიად სამართლიანად დაინიშნა ფინალური მატჩის არბიტრად.

მაშინ, როცა ბრაის ლოურენსი და ალან როლანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატრეს, იუბერმა შესანიშნავად გაართვა თავი ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრების ნახევარფინალური, ურთულესი მატჩის მსაჯობას.

"ოლ ბლექსი": ახალი ზელანდიის ნაკრებმა "ვოლაბების" წინააღმდეგობა (ამ სენტენციის პირადიპი გაგებით) სისხლში ჩაახშო. "ოლ
ბლექის" მოთამაშეებმა მეტოქეს არა მარტო რაგბი მოუგეს, ძალასა და ღონეშიც აჯობეს, რის დასტურადაც ავსტრალიელთა დასისხლიანებული თავ-პირიც გამოდგება.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიოს თასის სხვადასხვა გათამაშებებში "ვოლანებთან" ორჯერ წააგო. მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა და ახლა, "ოლ ბლექსს" ვებ ელისის თასამდე ხელის გაწვდენაღა ჭირდება.

14 უელსელი: ჩინეთში 14 თარსი რიცხვია. თუმცა უელსელებს ცოტა დააკლდათ, რათა ის თავიანთ ბედნიერ რიცხვად გადაექციათ. უელსის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ტაიმნახევრის განმავლობაში კაცნაკლულმა ითამაშა და მიუხედავად ამისა, "ლე ბლო" კინაღამ ფინალს მიღმა დატოვა.

მარცხის მიუხედავად, უელსელ ქომაგებს თამამად შეუძლიათ იამაყონ თავინათი ვაჟკაცური, მებრძოლი ეროვნული ნაკრებით.

ფლორანს სჟარჟევსკი: ფრანგები მოედანზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ, სამაგიეროდ ტრიბუნებზე ფლორანს სჟარჟევსკი ისეთი იყო, როგორც თავად ფრანგები იტყვიან ხოლმე - "ო, ლა, ლა". დიმიტრი სჟარჟევსკისა და იმანოლ არინორდოკის მეუღლეები ფლორანსი და ემა "ლე ბლოს" მცირეწლოვან შვილებთან ერთად გულმხურვალედ ქომაგობდნენ.

შეთქმულების თეორიების მომხრეები: როცა ინტერნეტფორუმებზე ქომაგები თავისთვის რაღაცას ჭორაობენ და ათას ტყუილსა და მართალს ამბობენ, უბრალოდ უნდა გაგეცინოს. მაგრამ, როცა საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ფიგურები თითქმის იგივეს წერენ, ეს უკვე სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფოტნეს მწვრთნელმა ნილს ლაიბლიმ ადგილობრივ მედიაში გამოაქვეყნა წერილის სათაურით "IRB-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩაწყობილი თამაშები არ ყოფილა". ამან ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მეტი არაფერი.

ვოლაბები: ავსტრალიის ნაკრების ყველა მოთამაშე, დიგბი იოანის გამოკლებით, უარყოფითი გმირები არიან. განსაკუთრებთ გააწბილეს ქომაგები მგეზავმა ქუადე კუპერმა და ცხრა ნომერმა ვილი გენიამ, რომლებსაც მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დითირამბებს უმღეროდნენ და ქება-დიდებას ასხამდნენ. მათი ხალასი თამაში, მას შემეგ, რაც წლეულს სამი ერის გათამაშება მოიგეს, სადღაც უკვალოდ გაქრა.

ლე ბლოს მორაგბეები: მოიგეს, მაგრამ ვაი ამ მოგებას. ამიტომ, როცა მწვრთნელი გეუბნებათ, ბიჭებო, ბევრი ლუდი არ დალიოთ, ესე იგი, არ უნდა დალიოთ. მერე უკვირთ ამაზე მწვრთნელი საჯაროდ რატომ ლაპარაკობს. აბა უელსთან უსახურ თამაშს თვითონ ხომ არ დაიბრალებს.
მან ეს ყველაფერი უკვე მორაგბეობისას გაიარა და მძიმე შედეგის სიმწარის გემოც იცის, ამიტომ შეუძლია ცოტაოდენი სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული