ერთი ევროპელი ხუთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
IRB-მ 2011 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულის მოსაპოვებლად ნომინანტთა სია გააცხადა. ექვსი კანდიდატიდან სამი ახალზელანდეილი, ორი ავსტრალიელი და ერთიც ფრანგია. "ლე ბლოს" კაპიტანი ტიერი დუსოტუარი ერთადერთი ევროპელია, რომელსაც შანსი აქვს პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ.

ტიერის კონკურენციას გაუწევენ ახალზელანდიელები პირი ვიპუ, ჯერომ კაინო და მაა ნონუ. ასევე ორი ავსტრალიელი ვილი გენია და დევიდ პოკოქი.

"მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული ნებისმიერი მორაგბისთვის საოცნებოა. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ წელიწადს ენიჭება, როცა მსოფლიოს თასის გათამაშება იმართება. საუკეთესოს, ამ შემთხვევაში, მსოფლიოს თასთან ერთად სხვა დიდი საერთაშორისო ტურნირების
შედეგების მიხედვითაც არკვევენ. მათ შორისაა ევროპის ექვსი ერისა და სამხრეთ ნახევარსფეროს სამი ერის გათამაშებები" - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს სპეციალური კომისია გამოავლენს. ამ კომისიის წევრები არიან: ჯონ იილზი, ვილ გრინვუდი, რაფაელ იბანესი, ფრანსუა პინარი, ავგუსტინ პიშო, სკოტ ქუინელი, ტანა უმაგა და პოლ უოლესი.

გამარჯვებულს ჯილდოს 24 ოქტომბერს ოქლენდში, მსოფლიოს თასის ფინალის მეორე დღეს გადასცმენ.

ყველა საუკეთესო
2001 - ქის ვუდი (ირლანდია), 2002 - ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი), 2003 - ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), 2004 - სხალკ ბურხერი (სამხრეთ აფრიკა), 2005 - დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 2006 - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია), 2007 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 2008 - შეინ ვილიამსი (უელსი), 2009 - რიჩი მაქოა, 2010 - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული