ავსტრალია მსოფლიო თასის მესამეადგილოსანია

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასი. მატჩი III ადგილისთვის. 21 ოქტომბერი. ოკლენდი. "იდენ პარკი".
ავსტრალია-უელსი 21:18
ლელო: 2-2
ჯარიმა: 2-2
გარდასახვა: 1-1
არეკნი: 0-1

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, მესამე ადგილისთვის მატჩში, ქალაქ ოქლენდის "იდენ პარკზე" ერთმანეთს უელსისა და ავსტარლიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ავსტრალიელებმა დაძაბულ თამაშში მეტოქე 21:18 დაამარცხეს.

შეხვედრაში დაწინაურება თავიდანვე "ვოლაბებმა" შეძლეს. მე-8 წუთზე თავი ბერიკ ბარნსმა გამოიჩინა, ჯეიმს ო’კონორმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. ჯეიმს ჰუკმა ანგარიშში სხვაობის შემცირება საჯარიმოთი მალევე შეძლო, ტაიმის ბოლომდე კი გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულის მოპოვება
ვეღარ მოახერხეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში "დრაკონების" დაწინაურება შეინ უილიამსმა ლელოთი შეძლო (უელსელებმა რეალიზაცია ვერ გამოიყენეს), თუმცა ავსტალიელებმა ანგარიშში უპირატესობა ო’კონორის ზედიზედ ორი ზუსტი საჯარიმოთი და ბარნსის არეკნით კვლავ მოიპოვეს (16-8).

შეხვედრის 69-ე წუთზე რაიან ჯონსმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და უელსელებს მცირე იმედი ჩაუსახა (16-11), თუმცა "ვოლაბებმა" კვლავ იყოჩაღეს და ხუთიოდ წუთში ბენ მაკკელმანმა ლელოს დადება შეძლო, რითაც ავსტალიის ნაკრებს ათქულიანი უპირატესობა მოუტანა.

"დრაკონებმა" ფარხმალი არ დაყარეს, ბევრს ეცადნენ და მატჩის ბოლო წუთებზე ლეიგ ჰალფპენის ლელოსა და ჯონსის ზუსტ გარდასახვასაც გამორჩნენ, მაგრამ შეხვედრის ბედის შემობრუნებისთვის ეს არ ეყოთ - საბოლოო ანგარიში 21:18 ავსტრალიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა.

Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული