ხვალ მსოფლიოს თასის ფინალია - ახალი ზელანდია-საფრანგეთი

AutoSharing Option
ხვალ ახალ ზელანდიაში, თბილისის დროით 11:55 საათზე, მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლო შეხვედრა გაიმართება. მასპინძლები, ახალზელანდიელი მორაგბეები "ვებ ელისის" თასისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ამ მატჩის ფავორიტი, უდავოდ, "ოლ ბლექსია", მაგრამ საფრანგეთის ნაკრები სწორედ ის გუნდია, რომელიც პროგნოზებს ყველაზე ხშირად ამსხვრევს. "ლე ბლო" ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის დიდ ხანია კერკეტი კაკალია. სწორედ ფრანგებმა შეძლეს თითქოსდა უპირობო ფავორიტის, "ოლ ბლექსის" დამარცხება 1999 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში.

თუ მიმდინარე მსოფლიოს თასზე ფრანგთა მიერ ნაჩვენებ
თამაშს გავიხსენებთ, არაფერი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მათ მასპინძლების დამარცხება შეუძლიათ. პირიქით, "ოლ ბლექსს" თითქმის არ აქვს სუსტი მხარე. ტრავმირებული მგეზავის, დენ კარტერის შემცვლელმა, აარონ კრადენმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია დაკისრებული მოვალეობას თავი წარმატებით გაართვას.

თუმცა, ფრანგებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ახალზელანდიელებმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა საწყის წუთებშივე მოახერხეს, დამთავრებულია, მათ ვეღარ შეაჩერებენ. მაგრამ, თუ "ლე ბლომ" 30 წუთი გაძლო, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ "ოლ ბლექსის" მორაგბეების ფსიქოლოგიაში ბზარი გაჩნდეს, მაშინ ახალზელანდიელთა ოცნება, შესაძლოა, საშინელებად გადაიქცეს.

თუმცა ჯობია, კვირას დაველოდოთ, ყველაფერი "ედენ პარკის" მწვანე მინდორზე გამოჩნდება.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი

ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქი, 4. სამუელ ვაითლოქი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ალი ვილიამსი, 19. ადამ თომსონი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. სონი ბილ ვილიამსი.
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენ კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმოტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. დიმიტრი სჟარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ფულენსე უოდრაოგო, 20. ჟან-მარკ დუსენი, 21. ფრანსუა ტრინ-დუკი, 22. დამიენ ტრაი.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული