აურზაური ჰენრის გამო

AutoSharing Option
მსოფლიო თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი თანახმაა ინგლისის რაგბის კავშირთან ითანამშრომლოს. თუმცა მას არ უთქვამს, რომ "პომების" მთავარი მწვრთნელის მარტინ ჯონსონის შეცვლა უნდა.

ბუნებრივია, მსოფლიოს თასზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ ჰენრი დიდების მწვერვალზეა, მაშინ, როცა საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში მარცხის გამო ჯონსონს ინგლისში ალმაცერად დაუწყეს ყურება.

"დიახ, მსურს ინგლისის რაგბის კავშირთან თანამშრომლობა. არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა ადამიანებს დავეხმარო.

ცხადია, ამაყი ვარ იმით, რასაც "ოლ ბლექსთან" ერთად მივაღწიე, მაგრამ ახლა მინდა მწვრთნელებისა და მოთამაშეების განვითერებაზე, გარემოს
დაცვაზე, კულტურაზე და მსგავს თემებზე ვიზრუნო. ეს ძალიან, ძალიან მინდა.

ვერაფრით მოვიწონებ იმას, რომ მწვრთნელს მედიისა და გულშემატკივრების ზეწოლის შედეგად, პირველივე წარუმატებლობის შედეგად ცვლიან. მწვრთნელის შეცვლა ხშირად არ არის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი." - თქვა გრემ ჰენრიმ "დეილი ტელეგრაფთან" საუბრისას.

ამასობაში კი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ჰენრის შემცვლელს ეძებს. სავარაუდოდ კანდიდატი ოცია, თუმცა ორი ყველაზე სასურველი, თავდანვე გამოირიცხა. უელსის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა უორენ გეთლენდმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე გააფრომა. "ვოლაბების" მწვრთნელი რობი დინსი კი ავსტრალიაში 2013 წლის ბოლომდე რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული