მალინდერს "პომების" თავკაცობა სურს

AutoSharing Option
ინგლისური კლუბის "ნორსჰმპთონ სანსის" მწვრთნელს ჯიმი მალინდერს ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცობა სურს; "პომების" მთავარი მწვრთნელის, მარტინ ჯონსონის ბედი, ახალ ზელანდიაში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ჯერაც გაურკვეველია, თუმცა ჯონსონს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მალინდერი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ორი კეპი აქვს მოხვეჭილი, გამოტყდა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე ოცნებობს.

"ყველა მოთამაშე ოცნებობს, რომ თავისი ქვეყნის უპირველეს გუნდში ითამაშოს. ვფიქრობ, ასევე იქცევიან მწვრთნელებიც. ყოველთვის უნდა ეცადო უკეთესი გახდე და, რაც შეიძლება მეტს მიაღწიო. თუ ერთ მშვენიერ დღეს ნაკრების მწვრთნელობას შემომთავაზებენ, უარის თქმა
ძალიან გამიჭირდება.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელად მუშაობა უმძიმესი ტვირთია. ჩემი 10-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია "პომების" თავკაცობაზე ვიფიქრო, თუმცა ჯერჯერობით ისევ საკლუბო რაგბის შესწავლით ვარ დაკავებული" - თქვა ჯიმი მალინდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული