ბურჯელალის "ტულონი" ივსება და ძლიერდება

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელმა ბაკის ბოთამ ახლახან სამედიცინო კვლევა გაიარა, რომლის შედეგებმაც ყველაზე მეტად, საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი გაახარა.

გაირკვა, რომ 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული სამხრეთაფრიკელი მორაგბე "ტულონში" თამაშს შეძლებს. თუმცა ბოთას, რომელსაც აქილევსის მყესი აქვს დაშავებული ერთი თვე მკურნალობა მაინც მოუწევს.

ამასთან ერთად, გაირკვა, რომ ინგლისის ნაკრების ვეტერანი მორაგბე, 38 წლის საიმონ შოუ კარიერას სწორედ "ტულონში" დაასრულებს.

"პომების" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 71 კეპი მოუხვეჭია, გუნდს "სამედიცინო
ჯოკერის" რანგში შეუერთდება მძიმედ დაშავებული ჟოსელინ სუტას ნაცვლად.

ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ ბურჯელალიმ კიდევ ერთი დაშავებული მორაგბის, არგენტინელი ხუან ფერნანდეს ლობეს ნაცვლად, რომელიც თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს, ასევე არგენტინელი, 27 წლის ლეონარდო სენატორე მიიწვია. ის შარშანდელ სეზონში არგენტინული "პამპასების" შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, "ვოდაკომის თასის" გათამაშებაში ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული