ორელიან რუჟერი უდანაშაულოა

AutoSharing Option
იმის ნაცვლად, რომ IRB-მა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მსაჯობის სერიოზულ ნაკლოვანებებზე იზრუნოს, მორაგბეთა "დევნითაა"დაკავებული.

ახლახან საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მესამეხაზელმა იმანოლ არინორდოკმა ოფიციალურად დაადანაშაულა პრესკონფრენციაზე ფინალური მატჩის არბიტრი კრეიგ იუბერი მიკერძოებულ მსაჯობაში.

IRB-მა არინორდოკზე შეტევა რომ ვერ გაბედა, ფრანგთა შუამარბ ორელიან რუჟერის მიადგა - აქაოდა ფინალური მატჩის მიწურულს ქერა ფრანგმა მეტოქის ლიდერს რიჩი მაქოას განზრახ ბინძურად ეთამაშაო.

დაინიშნა მიუკერძოებელი კომისია, რომელსაც ეს ინციდენტი უნ
და განეხილა. თავმჯდომარე სკოტ ნოლანმა მომჩივნებს იმედი გაუცრუა. ჯერ ერთი, ფაქტი არ მტკიცდება და მეორე, წესის დარღვევის განხილვა უნდა მოხდეს არაუგვინეს 36 საათისა. ფინალური მატჩიდან კი ორ კვირაზე მეტია გასული.

ერთი სიტყვით, რუჟერის დანაშაული არ მტკიცდება და საქმე დახურულად შეიძლება ჩაითვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული