"ვილკო" ბურთით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ჯონი ვილკინსონი მსოფლიო თასის ორგანიზატორებს ცუდი სათამაშო ბურთების გამო აკრიტიკებს. "ვილკომ" ახალ ზელანდიაში ფეხით უჩვეულოდ ცუდად ითამაშა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ბურთის ცუდ ხარისხს აბრალებს.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ნაწილ-ნაწილ იბეჭდება "ტაიმსში", ვილკინსონი ამბობს:
"ახალ ზელანდიაში ბურთები ძალზედ უცნაურად მოძრაობდნენ. ეს კიდევ არაფერი, ბურთები, რომლებითაც ვვარჯიშობდით სრულიად განსხვავდებოდნენ სათამაშო ბურთებისგან. ვფიქრობ, არაპროფესიონალიზმის ბრალია, რომ ასეთი უმაღლესი რანგის ტურნირზე ბურთის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.

წარმოიდგინეთ, ბურთს პირდაპირ ურტყამ და ის მიმრთულებას ფრენისას რამდენჯერმე იცვლის.
ვეღარ გავიგე რა მექნა, როგორ დამერტყა.
ინგლისის ნაკრების ფეხით თამაშის მწვრთნელ დეივ ელრიდს და ფიზმომზადების მწვრთნელ პაულ სტრიდჯეონს დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან რუმინეთთან მატჩში საჯარიმოს დარტყმისას ბურთი შემიცვალეს. ეს მათ ჩემი თხოვნით გააკეთეს, არ მინდოდა ისეთი ბურთით დამერტყა საჯარიმო, რომელიც დანიშნულების ადგილიდან ერთ მილზე მიფრინავს.

ძალიან გაწბილებული ვარ. იმისთვის, რომ კარში დარტყმა დამეხვეწა აურაცხელი დრო მაქვს დახარჯული და ბევრი ოფლი დაღვრილი.

ამდენი შრომა კი, მავანთა დაუდევრობით წყალში ჩამეყარა.ეს ყოველივე ძალიან მაბრაზებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა. იმის სიკარგის კი რა ვთქვა, რომ "ტაიმსი" გაგრძელებებით ბეჭდავს წიგნს.
giorgi
11:19 09-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული