სამოელი მეამბოხე ბოლომდე იბრძვის

AutoSharing Option
რაგბის საერთაშოროს საბჭომ (IRB) დაასახელა იმ სამკაციანი კომიტეტის წევრთა ვინაობა, რომელიც სამოას ნაკრების მორაგბის ელიოტა ფუიმაონო-საპოლუს აპელაციას განიხილავს. სხდომაზე, რომელიც ლონდონში 20 ნოემბერს გაიმართება, სამოელის საქცილეზე ლორნ კრერარი (შოტლანდია), გრემ მეუ (კანადა) და ნიკოლას დავიდსონი (ახალი ზელანდია) იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ საპოლუს ახალ ზელანიდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის მსვლელობის დროს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ამასთან მას პირობითად ორი წლით აეკრძალა თამაში. ყოველივე ეს სამოელმა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც სოციალურ ქსელ Twitter-ზე არბიტრი ნაიჯელ ოუენსი და მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტი მწვავედ გააკრიტიკა.

სანქციის თანახმად
საპულოს ექვსთვიან დისკვალიფიკაციას ორწლიანით იმ შემთხვევაში შეუცვლიან თუ ის ოფიციალურად არ მოუხდის ბოდიშს ნაიჯელ ოუენსს და კრიტიკისას გამოთქმულ სიტყვებს უკან არ წაიღებს. ამასთან მან 100 საათი რაგბისთვის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს ანაზღაურების გარეშე. საპულო სწორედ ყოველივე ამას აპროტესტებს.

აი რა დაწერა სამოელმა Twitter-ზე:
" IRB შეწყვიტე ჩემი ხალხის ექსპლუატაცია. ერთადერთს, რასაც ვითხოვთ, ეს სამართლიანობაა. როგორია უელსის ნაკრებს დასასვენებლად შვიდი დღე აქვს, ჩვენ სამი. ეს განა სამართლიანია. ეს მონობაა, ჰოლოკოსტია, აპარტეიდია. მიეცით უელსის ნაკრებს დასასვენებლად სამი დღე და სამოას შვიდი, ჩვენ მათ გავანადგურებთ."

IRB ყველაზე მეტად საპულოს მიერ ჰოლოკოსტისა და აპარტეიდის ხსენებამ განარისხა. თუმცა აღნიშნულ თემაზე, ანუ გუნდების არათანაბარ პირობებში ყოფნაზე ლაპარაკი უკვე დაიწყო და რაგბის საერთაშიროს საბჭომ პირობა დადო, რომ მომდევნო 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული