მალეტს "პომების" გაწვრთნა სურს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა ინგლისის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის რაგბის კავშირი ჯერ კიდევ არ გარკვეულა იმაში, დატოვოს თუ არა "პომების" თავკაცად მარტინ ჯონსონი, რომლის გაწვრთნილი გუნდი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ინგლისური წარმოშობის სამხრეთაფრიკელს ერთხელ უკვე შესთავაზეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე განაცხადი გაეკეთებინა. ეს 2006 წელს მოხდა, თუმცა მაშინ მალეტმა იტალიაში მუშაობა არჩია. ამჯერად ის სხვაგვარად ფიქრობს:

"ინგლისის ნაკრებში მუშაობა ერთ-ერთი საპატიო საქმიანობაა მსოფლიოს
რაგბიში. თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები, კერძოდ მოთამაშეების ქცევა მოედნის მიღმა.

ამასთან ერთად, ინგლისელებმა უნდა დაალაგონ ურთიერთობა თავად რაგბის კავშირში. ძალიან უცნაური სიტუაციაა, როცა ქვეყნის რაგბის ხელმძღვანელ ორგანოს არ ჰყავს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, როგორ უნდა მოსთხოვო პასუხი ნაკრების მწვრთნელს შედეგზე.
ვფიქრობ, ინგლისლები მალე დაალაგებენ აწეწილ სიტუაციას, რის შემდეგაც უკვე სერიოზულად შეიძლება ამ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობაზე მქონდეს პრეტენზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული