თინდოლი 25 ათასით დააჯარიმეს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების შუამარბი, სამეფო ოჯახის სიძე მაიკ თინდოლი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს და 25 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ეს მკაცრი სანქცია ინგლისის რაგბის კავშრიმა თინდოლს ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქვინზთაუნში მომხდარი სამარცხვინო ინცინდენტის გამო დაადეს.

მასთან ერთად ხუთ-ხუთი ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს კრის ეშტონი და ჯეიმზ ჰესკელი. დილან ჰართლი კი გაამართლეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები "სკაი ლაინზე" რესტორანში "ღორებივით დათვრნენ" და სასტუმროში დაბრუნებულებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა სამხილი და დავადგინეთ, რომ მორაგბეებმა უხეშად დაარღვიეს ქცევის ნორმები, რის გამოც
სათანადოდ დაისაჯნენ კიდეც.

რაც შეეხება ინცინდენტს დანიდინის სასტუმროში, ქალბატონი ანაბელ ნიუტონის საჩივარი, რომ თითქოს მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, არ დასტურდება." - განაცხადა ინგლისის რაგბის კავშირის დირექტორმა რობ ენდრიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული