იაშვილი ორი კვირა დაისვენებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების და ბასკური "ბიარიცის" ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი ტრავმის გამო ორი კვირა ვერ ითამაშებს.

"იაშიმ" ტრავმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მიიღო. გასულ უქმეებზე კი "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ბურთის ყოველ დარტყმაზე ფეხზე საშინელ ტკივილს გრძნობდა.

სამედიცინო კვლევის შედეგად ექიმებმა რეკომენდაცია მისცეს, რომ ორი კვირა დაისვენოს. ამრიგად, იაშავილი მომავალ უქმეებზე, ინგლისურ "სარასენზთან" მატჩში გუდნს ვერაფრით დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული