ჰენრიმ გუნდი შეკრიბა

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე, 26 ნოემბერს ლონდონში, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრები "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება.

ეს მატჩი წლევანდელი საერთაშორისო სანაკრებო რაგბის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იქნება, რომელიც მართლაც საინტერესო სარაგბო სეზონს დაასრულებს. "ბარბაროსებს" მსოფლიოს თასის მფლობელის ახალი ზელანდიის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი უთავკაცებს.

მან საავსტრალიოდ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.

ბარბაროსები
შერკინება: კევინ მეალამუ, ჟერომ კაინო, ადამ თომსონი (სამივე-ახალი ზელანდია), ადრიან სტრაუსი, ვიქტორ მეტფილდი (ორივე-სამხრეთ აფრიკა), სალვატორე პერუჯინი, მაურო ბერგამასკო, მარკო ბორტოლამი (იტალია), სილვენ მარკონე (საფრანგეთი), ეუსებიო გინაზუ (არგენტინა), საიმონ შოუ (ინგლისი), ჯეისონ უაითი (შოტლანდია).
უკანა ხაზი
: პიტერ სტრინგერი (ირლანდია), ნემია კინატალე (ფიჯი), სტივენ ჯოუნზი (უელსი), დენი სიპრიანი (ინგლისი), სტირლინ მორთლოქი (ავსტრალია), ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), რობი ფრანი, სონი ბილ ვილიამსი, ისაია ტოეავა (სამივე-ახალი ზელანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული