შარფი ავსტრალიაში რჩება

AutoSharing Option
"ვოლაბების" მეორეხაზელმა ნათან შარფმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში მე-100 კეპი მსოფლიოს თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში მოიპოვა, კარიერის ავსტრალიაში დასრულება გადაწყვიტა.

შარფმა ახლახან გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი ზე რაგბის გუნდ "ფორსთან".

"ჩემი მეგობრების, მეთ გიტოსა და ლუკ ბარჯესისგან განსხვავებით, გადავწყვიტე სანაკრებო კარიერა უცხოეთში არ განვაგრძო. მინდა აუცილებლად აქ, ავსტრალიაში ვითამაშო და კარიერაც აქ დავასრულო. თუმცა ეს როდის მოხდება არ ვიცი. ვნახოთ, როგორ წარიმართება მომავალი სეზონი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული