მალეტი ივნისამდე ისვენებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტი ინგლისის ნაკრების გაწვრთნის სურვილს ჯიუტად უარყოფს.

არადა ინგლისის რაგბის კავშირში კანდიდატთა შორის მასაც მოიხსენებენ. მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ, რაც "პომების" თავკაცობაზე უარი თქვეს გრემ ჰენრიმ და რიჩარდ კოკერლიმ, მალეტის შანსი გაიზარდა.

თავად სამხრეთაფრიკელი კი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და ივნისის ბოლომდე მუშაობას არ აპირებს.

"რომელიმე ნაკრების მწვრთნელობაზე არავისთან მილაპარაკია. საერთოდ, მინდა ცოტა დავისვენო. თვალს მივადევნებ მომავალი წლის ექვსი ერის გათამაშებას და გადაწყვეტილებას, თუ სად განვაგრძო კარიერა, ზაფხულის დასაწყისისთვის მივიღებ.

გამორიცხული არ არის საფრანგეთის ჩემპოინატის
რომელიმე გუნდთან გავაფორმო კონტრაქტი. შემოთავაზებები აქ, სამხრეთ აფრიკაშიც მაქვს. არსად მეჩქარება. ზაფხულამდე სულს მოვითქვამ და მერე ვნახოთ" - თქვა ნიკ მალეტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული