სამოას მენეჯერი 100 ღორით დასაჯეს

AutoSharing Option
სამოას ეროვნული ნაკრების მენეჯერი ტუალა ვაეა მსოფლიოს თასის გათამაშებაში პროფესიული მოვალეობის ცუდად შესრულების გამო 100 ღორით დასაჯეს, რაც სამოას ეროვნული ვალუტით 2000 ტალას ექვივალენტია.

აღსანიშნავია, რომ საქმეს მსვლელობა სამოელთა კაპიტნის მაჰონრი შვალგერის ბრალდების შემდეგ მიეცა. ის ამბობდა, რომ:
"ტუალა სასტუმროში კვირაობით არ ჩანდა. მოთამაშეები მას არ აფასებდნენ და არასდროს არ მიდოდნენ მასთან რაიმეს სათხოვნელად. მისი არავის სჯეროდა.

როცა მორაგბეები მას სახელით მიმართავდნენ, ტუალა განრსიხებული იბღვირებოდა. ის ცუდად ან საერთოდ არ ასრულებდა ხოლმე თავის მოვალეობას".

ტუალა ვაეა, ცხადია, ყოველივეს უარყოფს და
ადგილობრივ რადიოში განაცხადა:
"სამოა, თუ მე რაიმე შეცდომა დავუშვი, გთხოვ მომიტევე"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული