"ბარბაროსებს" მეტფილდი წარუძღვება

AutoSharing Option
შაბათს ლონდონში, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებთან გასამართ მატჩში "ბარბაროსებს" სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი უკაპიტნებს.

"ბოკეს" 34 წლის ლეგენდარული მორაგბე ამ გუნდს ახალ ზელანდისთან მოგებულ მატჩში 2009 წელსაც კაპიტნობდა.

მეორე ხაზში მეტფილდს ინგლისელი საიმონ შოუ შეუწყვილდება. ის "ბარბაროსების" შემადგენლობაში მეორედ ითამაშებს. დებიუტი კი, მას 17 წლის წინ ჰქონდა.

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ, რომელიც ამჟამად "ბარბაროსების" თავკაცია, მგეზავად ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთილი დენი სიპრიანი დააყენა. ცხრა ნომრად კი მას პიტერ სტრინგერი შეუწყვილა.

აღსანიშნავია, გარემარბად რაგბი ლიგის ვარსკვლავის სემ ტომკინსის
გამოძახება. მეორე ფრთას სამხრეთაფრიკელი ბრაიან ჰაბანა გაამაგრებს. სულ კი "ბარბაროსების" შემადგენლობაში 10 ქვეყნის მორაგბე ითამაშებს.

ბარბაროსები: 15. ისაია ტოეავა, 14. სემ ტომკინსი, 13. რობი ფუანი, 12. სტირლინგ მორტლოკი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. დენი სიპრიანი, 9. პიტერ სტრინგერი. 1. ეუსებიო გინასუ, 2. კევინ მეალამუ, 3. სილვენ მარკონე, 4. საიმონ შოუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ჯერომ კაინო, 7. მაურო ბერგამასკო, 8. ადამ თომსონი,
16. ადრიან სტრაუსი, 17. სალვატორე პერუჯინი, 18. ჯეისონ ვაითი, 19. მარკო ბორტოლამი, 20. ნემია კენატალე, 21. რიჩარდ კაჰუი, 22. სერუ რაბენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული