დუდუ სამი წლით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "ტულონის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, ამ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

"ტულონის" ახალი მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერნარ ლაპორტი და კლუბის მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ჩვენებურის თამაშით კმაყოფილნი არიან და სამომავლოდ მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლაპორტმა თვალი "ბრივის" ქართველ ბურჯს ვასილ კაკოვინსაც დაადგა. შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილის გარდა "ტულონში" ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ირიცხებიან, რომლებიც ამჟამად ესპუართა გუნდში თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული