რობ ენდრიუ გადააყენეს

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა, იან მეტკლიფმა გუშინ სპეციალურად გამართულ პრეკონფერენციაზე, სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ენდრიუს გადაყენების თაობაზე განცხადება გააკეთა.

ლიგას მიაჩნია, რომ წარსულში შესანიშნავი მორაგბე ენდრიუ, ინგლისის ნაკრების მიერ ახალ ზელანდიაში განცდილ ფიასკოში, მწვრთნელზე, მარტინ ჯონსონზე არანაკლებ დამნაშავეა.

ინგლისელები ჯონსონის მემკვიდრეს ეძებენ და საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, უნდათ კარგად დაფიქრდნენ და არ ჩქარობენ. ამიტომ, მწვრთნელი, რომელსაც უახლოეს დღეებში დანიშნავენ, დროებითი იქნება და "პომებს" მხოლოდ ექვსი ერის გათამაშებაზე უხელმძღვანელებს. საბოლოო არჩევანს კი ინგლისის რაგბის კავშირი ივნისის
ტესტების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთებს.

"ჩვენი მიზანია, შევარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარიანტი, რომელსაც ასევე უმაღლესი დონის თანაშემწეები ეყოლება. გვინდა, რომ ის ინგლისელი იყოს, რათა მოთამაშეებთან იოლად გამონახოს საერთო ენა. თუმცა ეს აუცილებელი არაა. მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნების იქნება. მთავარია, უმაღლესი დონის სპეციალისტი იყოს და ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ამიტომ, მწვრთნელს მთელ მსოფლიოში ვეძებთ.

რაც შეეხება სამხრეთაფრიკელ ნიკ მალეტს, ჩვენ მასთან მართლაც გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ გვითხრა, რომ სამშობლოში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, ის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში მაინც არის, ამასთან ერთად, გვინდა განვიხილოთ ყველა ის კანდიდატი, რომელიც ინგლისურ კლუბებთან მუშაობენ." - თქვა იან მეტკლიფმა.

ამ განცხედებიდან, შეიძლება დავასკვნათ, რომ "პომების" თავკაცობის ყველაზე რეალური კანდიდატი, ინგლისური კლუბის, "ნორსჰემპთონის" მთავარი მწვრთნელი ჯიმ მალინდერია, რომელმაც გუნდი შარშან "ჰეინეკენის თასის" ფინალში გაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული