სონი ბილი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბე სონი ბილ ვილიამსი, რომელიც ახლახან "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, კრივიდან წასვლას არ აპირებს.

მეტიც, სონი ბილმა გადაწყვიტა ახალი ზელანდიის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს. უახლოეს ორთაბრძოლაში მისი მეტოქე რიჩარდ ტუტაკი იქნება, რომელსაც აქამდე 41 ბრძოლა გაუმართავს, რომელთაგან 19 მოიგო.

ვილიამსისთვის ეს შერკინება საკრივო კარიერაში მე-4 იქნება. წინა სამი შეხვედრა სონი ბილმა დიდი უპირატესობით მოიგო. როგორც სპეციალისტები ირწმუნებან, მას რეალურად შესწევს ძალა ახალი ზელანდიის ჩემპიონი გახდეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს საკრივო თავგადასავალი სონი ბილ
ვილიამსის სარაგბო კარიერაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული