ფრანგებსაც ტრიო უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბი სამი საკმაოდ გამოცდილი დამრიგებლით იქნება წარმოდგენილი. მთავარ მწვრთნელად, ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის დაწყებამდე, საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" ყოფილი თავკაცი, ფილიპ სენტ-ანდრე აირჩია.

ფილიპმა ახლახან თანაშემწეთა ვინაობა დაასახელა. მას "ლე ბლოს" გაწვრთნაში დაეხმარებიან იანიკ ბრუ და პატრის ლაჟისკო. ამასთან ერთად, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს ისევ ტიერი დუსოტუარი უკაპიტნებს, რომელიც IღB-მ 2011 წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

"ნაკრების 30-კაციან შემადგენლობას 5 იანვარს დავასახელებ. გუნდი იქნება გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი. კაპიტანი იგივე გვეყოლება, რომელიც მსოფლიოს
საუკეთესო მორაგბეა. ის არა მარტო კარგი მოთამაშეა, არამედ შესანიშნავი ორგანიზატორიცაა და მორაგბეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ, ვიდრე მსოფლიოს თასის ფინალში თამაშია, საჭიროა ყოველ წელიწადს მუდმივად ვეთამაშოთ ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს" - თქვა ფილიპ სენტ-ანდრემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული