ზე გუნდები სეზონის შეცვლაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ინგლისისა და საფრანგეთის წამყვანი კლუბების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება საშინაო ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის პრინციპით ჩატარდეს, რადგან საერთაშორისო სანაკრებო მატჩებისთვის განკუთვნილი ფანჯარა კლუბებს თავის რიგებში საუკეთესო მოთამაშეების ყოლის საშუალებას ართმევს.

"ჩვენ ამის თაობაზე დირქტორთა საბჭოზე ვისაუბრეთ. კლუბებს, განსაკუთრებით იმ წელიწადს, როცა მსოფლიოს თასის გათამაშება იმართება, სეზონის დასაწყიში, ორი თვის განმავლობაში წამყვანი მოთამაშეების გარეშე უწევთ ასპარეზობა.

ვფიქრობთ, რომ სეზონი მარტში დავიწყოთ და ნოემბერში დავასრულოთ. ეს, ცხადია, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საჭიროა საყოველთაო დებატები გავმართოთ და ყველასთვის მისაღებ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ისიც გასათვალისწინებელია,
რომ ივნისში "ბრიტანელი ლომების" ტურნე იმართება სამხრეთ ნახევარსფეროში" - თქვა ინგლისის ჩემპიონატის ორგანიზატორის - "პრემიერ ლიგის" აღმასრულებელმა დირექტორმა მაკ მაკფერტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული