ახალი ზელანდია ტურისტებით კმაყოფილია

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზატორმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმის მსვლელობისას ამ ქვეყანას 133 220 სტუმარი ეწვია.

ახალი ზელანდიის სტატისტიკურმა სამმართველომ დააზუსტა, რომ მსოფლიოს თასის შეხვედრების სანახავად სექტემბერში ქვეყანაში 80 ათასი უცხოელი ქომაგი ჩავიდა, ხოლო ოქტომბერში 53 200.

"ეს ახალი ზელანდიისთვის და ამ ტურნირისთვის შესანიშნავი ციფრებია. ბილეთების გაყიდვებმა პიკს მსოფლიოს თასის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მიაღწია და ოქტომბრამდე სტაბილურად გრძელდებოდა." - თქვა საორგანიზაციო კომიტეტის მარკეტინგის ხელმძღვანელმა შეინ ჰარმონმა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სტუმარი
ახალ ზელანდიას მეზობელი ავსტრალიიდან ეწვია - 55 200, დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს თასზე 19 100 ქომაგი მიავლინა, საფრანგეთმა - 11 100, სამხრეთ აფრიკამ - 8 500, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5 500, ირლანდიამ - 4 300, არგენტინამ - 3 000, იაპონიამ - 2 900, კანადამ - 2 600. ახალ ზელანდიაში სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან ჯამში 20 900 ქომაგი ჩავიდა.

ყოველივე ამან კი, ცხადია, დადებითი გავლენა იქონია გაყიდვების მაჩვენებელზე. სტატისტიკური სამმართველო ამტკიცებს, რომ ასეთი ნამატი 2006 წლის შემდეგ ქვეყანას არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული