ფრედერიკ მიშალაკი საფრანგეთში ბრუნდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულუზის" ყოფილი მგეზავი, ფრედერიკ მიშალაკი, რომელმაც ერთი სეზონი სამხრეთ აფრიკაში, ზე რაგბის გათამაშებაში გაატარა, საფრანგეთში ბრუნდება.

ამის თაობაზე ინფორმაცია ფრანგული კლუბის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონის" ვებ გვერდმა გაავრცელა.

"ფრედერიკ მიშალაკთან უკვე სამ თვეზე მეტია მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა შევთანხმდით, რომ ის ჩვენთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 2003 წლიდან მოყოლებული ოცნებად მქონდა გუნდში ისეთი შესანიშნავი დუეტი მყოლოდა, მიშალაკი და ვილკინსონი რომ შექმნიან. პრობლემები კარიერაში "ვილკოსაც" ჰქონდა და, რაც ჩვენ კლუბში გადმობარგდა ყველაფერი დავიწყებას
მიეცა. ასე იქნება მიშალაკის შემთხვევაშიც, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ის დიდ რაგბიში დაბრუდეს" - თქვა "ტულონის"მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა, მურად ბურჯელალმა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა და "ტულონის" ამჟამინდელმა თავკაცმა, ბერნარ ლაპორტმა ამ ამბავში სიცხადის შეტანა სცადა:
"გუნდში უკვე გვყავს სამი მგეზავი, ვილკინსონი, გიტო და დუმორა. მიშალაკს ვეცდებით ცხრა ნომრის პოზიცია ავათვისებინოთ. საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელობისას, ერთხელ ეს უკე ვცადე, მაგრამ ფრედერიკი საამისოდ მზად არ იყო. ახლა, მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრეს და, ვფიქრობ, ვილკინსონთან ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნის".

შეგახსენებთ, რომ ფრედერიკ მიშალაკი 29 წლისაა და ეროვნულ გუნდში 54 კეპი აქვს მოხვეჭილი. გასული სეზონი მან სამხრეთაფრიკულ "ნატალ შარქსში" გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული