კუეტომ და ისთერმა ინგლისზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ვეტერანები მარკ კუეტო და ნიკ ისთერი "პომების" ახალი დროებითი მწვრთნელის სტიუარტ ლანკასტერის გეგმებში არ შედიან.

ინგლისელთა დროებითი თავკაცი ნაკრების 32-კაციან სიას 11 იანვარს გააცხადებს. ამ სიაში, უკვე გადაწყვეტილია, რომ კუეტო და ისთერი არ იქნებიან.

"სტიუარტი მანჩესტერში ჩამოვიდა და დიდხანს ვისუბრეთ. მან გულწრფელად მომითხრო თავისი გეგმების შესახებ და ვიცი, რომ წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში ასპარეზობა არ მომიწევს. ამასთან ერთად, მას ვუთხარი, რომ ინგლისის ნაკრებს კიდევ შემიძლია სარგებლობა მოვუტანო.

ვგრძნობ, რომ კვლავ შემწევს ძალა საერთაშორისო არენაზე წარმატებით ვიასპარეზო. ამიტომ, მაისის
თვეს დაველოდები, როცა ინგლისის ნაკრებს ნამდვილ მწვრთნელებს დაუნიშნავენ" - თქვა მარკ კუეტომ.

ანალოგიურად ფიქრობს ნიკ ისთერიც:
"მესმის, რომ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც ინგლისის ნაკრების კვართის მორგებას იმსახურებენ, მაგრამ გარწმუნებთ, ისევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ვგრძნობ, რომ ისე კარგად ვთამაშობ, როგორც არასდროს. ამის იგნორირება არ შეიძლება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული