მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უტოპია არ არის

AutoSharing Option
პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროთა სარაგბო ქვეყნების კლუბების დაპირისპირება შორეული მომავლის პერსპექტივა აღარ არის.

ქომაგებს დიდი ხანია აინტერესებთ, ვინაა მსოფლიოს რაგბის ბატონ-პატრონი.

თავად განსაჯეთ, რა საინტერსო იქნება მატჩები ასეთი წყვილების მონაწილეობით: ტულუზი-კრუსეიდერზი, ბლუ ბულზი-ლესტერი, ლენსტერი-რედსი და ასე შემდეგ. ცხადია, ეს მატჩები ქომაგთა შორის დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. ყველას აინტერესებს ვინ უფრო მაგარია ზე რაგბის გათამაშების თუ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების გამარჯვებული?

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოს საუკეთესო კლუბების დაპირისპირების ორგანიზებაში ორივე ნახევარსფეროში არსებული ტურნირების სტრუქტურაა. ამ იდეის განხორციელების ორგანიზატორი მარკ მაკფერტის მიაჩნია, რომ
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ეროვნული ჩემპიონატები, ცხადია, კარგია. რეგიონალური, ანუ კონტინენტური შეჯიბრებებიც შესანიშნავია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის სულ სხვა იქნება.

განა საინტერესო არ არის ვინ არის მსოფლიოში სარაგბო მოდის კანონმდებელი, "კრუსიდერზი", "ბლუ ბულზი", "ტულუზი", "ლენსტერი" თუ "სარასენზი"?

ადრე თუ გვიან, ამის გარკვევა მოგვიწევს, ვინაიდან მოთხოვნა პასუხზე ძალიან დიდია. საკლუბო რაგბი თავისი დამახიასიათებელი თავისებურებებით არაფრით ჩამოუვარდება სანაკრებოს.

ყველაზე დიდი პრობლემა არსებული საკლუბო შეჯიბრებების სტრუქტურებს შორის განსხვავებაა. ეს გუნდებსაც უქმნის პრობელემებს და მედიასაც. კერძოდ კი, რთულდება ტელეტრანსლაცია. ერთი სიტყვით, ამ საკითხის გადასაჭრელად სერიოზული გარჯა გვმართებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2015 წლამდე ვერ გაიმართება. ამ ტურნირის ჩატარება მხოლოდ მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მანამდე კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს მოხერხდეს." - თქვა მარკ მაკფერტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული