ფიჯის ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ინოკ მალე გუშინ ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაამტკიცა. მალემ შეცვალა სემ დომონი, რომლის ორწლიანი საქმიანობა ფიჯის ნაკრებში მსოფლიოს თასზე უფერული გამოსვლით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ინოკ მალეს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ძალზედ გვიან, 35 წლის ასაკში 1998 წელს შედგა. მან ეროვნულ გუნდში 22 კეპი მოიხვეჭა და 1999 წლის
მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც იასპარეზა.

მერე საკლუბო დონეზე მწვრთნელობას მიჰყო ხელი. იქ მოპოვებული გარკვეული წარმატებების შემდეგ კი ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა 2009-2010 წლებში. ინოკ მალე
2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრების თავკაცი იყო. გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ყველასთვის მოულოდნელად მეექვსე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული