ლაპორტმა ბურჯელალას მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
დავით ქუბრუაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლიონო კომიტეტმა 25 იანვარს თავისთან დაიბარა.

ბურჯელალს მსაჯის, კრისტოფ ბერდოსის კრიტიკის გამო შესაძლოა ლიცენზიაც კი ჩამოართვან, რადგან ტულონელთა პრეზიდენტმა კრიტიკისას უშვერი სიტყვები მოიშველია.

საკუთარ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ბერნარ ლაპორტმა.

"ძნელია გულგრილად უყურო ტრიბუნიდან იმ უსამართლობას რასაც მატჩის არბიტრი სჩადის. განსაკუთრებით მაშინ, როცა უდიდესი შრომა გაქვს გაწეული გუნდის სწორ გზაზე დაყენებაში.

ვინმეს თუ ეჭვი ეპარება კრისტოფ ბერდოსის
მიკერძოებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ის კლერმონფერანში სწავლობდა და ახლაც, დრო და დრო ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე", - თქვა ბერნარ ლაპორტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული