შერისხული თინდოლი ინგლისს ტოვებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი შუამარბი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის სიძე, მაიკ თინდოლი, შესაძლოა მომავალი სეზონიდან ფრანგულ "ბიარიცში აღმოჩნდეს.

33 წლის მორაგბე "პომების" დროებითმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა გუნდის გაფართოებულ, 32-კციან განაცხადში არ შეიყვანა, უფრო მეტიც მას კონტრაქტს არც კლუბში, "გლოსტერში" უხანგრძლივებენ.

თინდოლი, რომელსავ ეროვნულ გუნდში აქამდე 75 კეპი მოუხვეჭია, ყოველივე ამას ახალ ზელანდიაში გამართული ლოთობისა და ღამის სკანდალების გამო იმკის. "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში "ჰარლიქვინზთან" წაგების შემდეგ "გლოსტერის" მწვრთნელმა ბრაიან რედპათმა მას არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ვეტერან მორაგბეს გაორმაგებული
ძალისხმევა სჭირდება, გუნდთან კონტრაქტი რომ გაჩარხოს.

თინდოლი მიხვდა, რომ მისი კარიერა ინგლისში დასრულდა და თავშესაფარის ძებნა ქვეყნის გარეთ დაიწყო. მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს ბასკურ "ბიარიცთან", რომელშიც მისი უახლოესი მეგობარი იან ბოლშო ირიცხება. შეგახსენებთ, რომ ბოლშო თინდოლისა და ზარა ფილიპსის ქორწილში მეჯვარე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული