დალალიო ტომ ვუდს ემხრომა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ლოურენს დალალიო "პომების" კაპიტნის პოსტზე მხარს ტომ ვუდს უჭერს. მას შემდეგ რაც ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე თავი შეირცხვინა, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა.

ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ჯონსონმა და კაპიტანმა ლუის მუდიმ ინგლისის ნაკრებში დისციპლინის დამყარება ვერ შეძლეს, რაც ახალ ზელანდიაში განცდილი მარცხის მთავარ მიზეზად მიიჩნიეს.

ახლა "პომებს" ახალი თავკაცი ჰყავთ. მართალია სტიუარტ ლანკასტერი დროებითი მწვრთნელია, მაგრამ მას ეყო გამბედაობა და ნაკრების გაფართეობულ შემადგენლობაში არ შეიყვანა ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეები მაიკ
თინდოლი, ნიკ ისთერი და მარკ კუეტო რომ არიან. შესაბამისად, მის წინაშე დადგა კაპიტნის არჩევის პრობლემა - კრის რობშოუ თუ ტომ ვუდი? დალალიოს მიაჩნია, რომ:

"ტომ ვუდი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინგლისის ნაკრებში ხდებოდა, ადვილი მისახვედრია, რომ გუნდში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი დისციპლინის განსამტკიცებლად. ამის გარეშე ჩვენი ნაკრები უბრალოდ არ შედგება და, ვფიქრობ, მუდი ის კაცია, რომლიც მწვრთნელებთან ერთად იოლად შესძლებს მოთამაშეების დარაზმვას ერთი მიზნისთვის საბრძოლველად. ეს მიზანი კი 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მოგებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული