დენ კერი ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
ინგლისელ მორაგბეებს აქამდე უცნობი, როგორც ჩანს განუკურნებელი ეპიდემია სჭირთ. რატომღაც ბოლო ხანს ამ ქვეყნის ოვალური ბურთით თამაშის ოსტატებისთვის ლოთობა საფირმო მარკა გახდა.

ახლახან, ახალი წლის დღეებში პოლიციამ "ჰარლიქვინზისა" და ინგლისის ნაკრები ცხრა ნომერი დენ კერი დააკავა, რომელიც საჭესთან მთვრალი იჯდა და მანქანით მოძრაობისას სიჩქარეს გადააჭარბა.

კერის გაუმართლა, რომ რაიმე სერიოზული ზიანი არავისთვის მიუყენებია, თვითონ კი, თავისი გაუაზრებელი საქციელით თავი უმკაცრესად დაისაჯა. სასამართლომ "პომების" ცხრა ნომერს 16 თვით აუკრძალა მანქანის ტარება და ჯარიმა 3 100 გირვანქა სტერლინგი გადაახდევინა.

თავის მხრივ გარკვეულ
სანქციებს მიმართა კლუბმაც. "ჰარლიქვინზის" ხელმძღვანელებმა გუნდის წამყავნი მორაგბე 10 ათსი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. კიდევ უფრო მტკივნეული სასჯელი გამოუტანა დენ კერის ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა. მან ის ნაკრებიდან მოკვეთა.

პარადოქსია, მაგრამ 2012 წლის დადგომამდე, სანამ ეს ინცნდენტი მოხდებოდა, დენ კერი Twitter-ში წერდა:
"2012 წელი ინგლისის ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება. უნდა ვიშრომოთ, ვიშრომოთ, ბევრი ვიშრომოთ და ყველასთვის სამაგალითონი გავხდეთ".

დენ კერიმ ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია კიდეც:
"ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. ის სასჯელი, რაც სასამართლომ მომისაჯა, სრულიად სამართლიანია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ უზომოდ არ დამილევია. მაგრამ, საჭესთან მაინც არ უნდა დავმჯდარიყავი.

გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ სტიუარტ ლაკასტერმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ შემიყვანა. არადა, ვგრძნობდი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღალი სიტყვის თქმა შემეძლო. მიუხედავად ამისა. ჩვენს ნაკრებს და იმ ცხრა ნომერს, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს, წარმატებას ვუსურვებ. ეროვნულ გუნდში თამაში ხომ ყველაზე დიდი ჯილდოა ნებისმიერი მორაგბისთვის.

ახლა ისღა დამრჩენია, რომ თავდაუზოგავად ვიშრომო, ვითამაშო და მომავალში აღარასდროს დავუშვა ასეთი ბრიყვული შეცდომა." - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული