სონი ბილს მოწინააღმდეგე შეუცვალეს

AutoSharing Option
მორაგბეთა უმრავლესობა სამხრეთ ნახევარსფეროში ახალი სარაგბო სეზონის დადგომისთვის ემზადება. ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბ, სონი ბილ ვილიამსს კი ოვალური ბურთით თამაშისთვის არ სცალია და კრივისთვის ემზადება.

ბრძოლაში, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება ვილიამსის მეტოქე რიჩარდ ტუტაკი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს საკმაოდ ექსტრავაგანტური მოკრივე პოლოციამ მეტამფიტამინის გამოყენებისა და მოპარული ნივთების შენახვისთვის დააპატიმრა.

ცხადია, ახალი მეტოქე სასწრაფოდ გამონახეს. ის ამერიკელი კლარენს ტილმან III იქნება. ასე რომ, პროფესიულ რინგზე სონი ბილი თავის მეხუთე ბრძოლას აუცილებლად გამართავს. წინა ოთხში გამარჯვება "ოლ ბლექსის" მორაგბემ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული