ისევ დენ კერის შესახებ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომრის, დენ კერის დისკვალიფიკაციის თაობაზე ლაპარაკი დიდი ხანია არ წყდება.

ინგლისური "ჰარლიქვინზის" წამყვან მორაგბეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო საკმაოდ სერიზული ფინანსური სასჯელი გამოუტანეს.

მეტიც, ამის გამო ინგლისის ეროვნულ გუნდში არ შეიყვანეს.

"ის შესანიშნავი ბიჭია, განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა. როგორც მორაგბეს მას ბევრი ვერ შეედრება. ამასთან ცხოვრებაშიც უნიკალური ადამიანია. რომ იცოდეთ რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს მოედნის მიღმა, დენ კერიზე უკეთეს ადამიანს უბრალოდ ვერსად ნახავთ. რომ მითხრან კლუბში ვის აირჩევდი საიმისოდ, რომ შენს
შვილებს მოუაროსო, მე დენის ავირჩევდი. რადგან ვიცი, რომ ბავშვები მისთვის სამყაროს ცენტრია.

მან რამდენიმე ბრიყვული შეცდომა დაუშვა, რაც როგორც მატერიალურად ისე მორალურად ძალიან ძვირად დაუჯდა. მას ალკოჰოლთან არანაირი პრობლემა არ აქვს. დარწმუნებული ვარ არც არადროს ექნება. მჯერა, დენი შეძლებს ეს კრიზისი დაძლიოს. ჩვენ ამაში ყოველმხრივ დავეხმარებით" - თქვა "ჰარლიქვინზის" მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ.

შეგახსენებთ, რომ "ჰარლიქვინზმა" ყველა სასჯელთან ერთად დენ კერის დამატებით ფინანსური სანქცია დაუწესა. ის 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული